5 შეცდომა, რომელსაც კამერების მონტაჟისას უშვებენ
არასწორი სიმაღლე, ბრმა წერტილები, სუსტი პაროლები — ტიპური შეცდომები და როგორ ავიცილოთ ისინი.
წლების განმავლობაში ასობით ობიექტზე გვინახავს ერთი და იგივე შეცდომები. აი, ყველაზე გავრცელებული ხუთი:
1. კამერა ძალიან მაღლა
„რაც მაღლა, მით მეტს ხედავს“ — გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა. 4-5 მეტრზე დამონტაჟებული კამერა თავის ზემოდან იღებს და სახის ამოცნობა შეუძლებელი ხდება. ოპტიმალური სიმაღლე შესასვლელებთან 2.2-2.8 მეტრია.
2. უყურადღებოდ დარჩენილი ბრმა წერტილები
კამერების განლაგება ქაღალდზე უნდა დაიგეგმოს ხედვის კუთხეების გათვალისწინებით. განსაკუთრებით ხშირად ავიწყდებათ უკანა შესასვლელი, სარდაფი და პარკინგი.
3. ქარხნული პაროლები
ინტერნეტში ჩართული რეგისტრატორი ქარხნული პაროლით — ღია კარია. აუცილებელია ძლიერი პაროლი და პროგრამული განახლებები.
4. ჩაწერის შემოწმების უგულებელყოფა
სისტემა შეიძლება თვეებით „იწერდეს“ გადავსებულ ან მწყობრიდან გამოსულ დისკზე. საჭიროა პერიოდული შემოწმება ან სერვისის ხელშეკრულება, სადაც ამას ჩვენ ვაკეთებთ.
5. კაბელზე დაზოგვა
უხარისხო კაბელი ხმაურს, გამოსახულების დაკარგვასა და ხანძრის რისკსაც კი იძლევა. გარეთ — მხოლოდ UV-გამძლე, დაცული გაყვანილობა.
პროფესიონალური მონტაჟი ამ ყველა პრობლემას თავიდანვე გამორიცხავს.